HOT LINE 123
GE

News

04-11-2023

გრიგოლ ლილუაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა (EN)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა შეხვედრა გამართა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან რაჟდენ კუპრაშვილთან.


სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, განხორციელებულ სამუშაოსა და სამომავლო გეგმებს. განიხილეს საჯარო უწყებებში კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით გასატარებელი ღონისძიებები.


ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა უწყების მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას.

(EN)