HOT LINE 123
GE

News

05-03-2024

გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველო ტერორიზმის ნულოვანი დონის მქონე სახელმწიფოებს შორისაა (EN)

გლობალური ტერორიზმის ინდექსით საქართველო კვლავ მსოფლიოში მოწინავე ქვეყნებს შორისაა. ავტორიტეტულმა ავსტრალიურმა ორგანიზაცია „ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტმა“ ყოველწლიური ანგარიში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი 2024“ გამოაქვეყნა, რომელშიც ტერორიზმის მიმართულებით მსოფლიოში 2023 წლის განმავლობაში არსებული ვითარებაა შეფასებული.

 

ტერორიზმის გავლენის კრიტერიუმით შეფასებისას, საქართველო ტერორიზმის ნულოვანი დონის მქონე ქვეყნებს შორისაა და ამ მაჩვენებლით ფინეთთან, დანიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან და ათობით სხვა ქვეყანასთან ერთად საუკეთესო, ანუ ბოლო ადგილი დაიკავა, რაც გულისხმობს, რომ 2023 წელს საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია და ტერორისტული გამოწვევების კონტექსტში უსაფრთხო ქვეყანას წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ გასული წლის ანგარიშში საქართველო, ქვეყანაში ტერორიზმის გავლენის მხრივ, ასევე ბოლო ადგილს იკავებდა.

 

გლობალური მშვიდობის რეიტინგს „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი“ ყოველწლიურად აქვეყნებს. საერთაშორისო ორგანიზაცია ტერორიზმის გავლენას 163 ქვეყანაში აანალიზებს.

(EN)