HOT LINE
123
26-01-2024
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთა, რომლის შედეგად ვებ გვერდზე www.president.ge განთავსებული ინფორმაციის მთლიანობა და ავთენტურობა დაირღვა. (EN)
22-01-2024
მიმდინარე წლის 21 იანვარს შემოსულ იქნა შეტყობინებები ქალაქ ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ. მიღებულ შეტყობინებებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარდა სპეციალური ღონისძიებები ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა. (EN)
17-01-2024
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორ რიჩარდ ნეფიუს შეხვდა. (EN)
26-12-2023
საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში, პარლამენტის ნდობის ჯგუფი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ეწვია. (EN)
24-12-2023
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობით გაიმართა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის მეშვიდე სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს წევრი უწყებების პირველმა პირებმა. (EN)
15-12-2023
საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. სხდომაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. (EN)
14-12-2023
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 116-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. (EN)
13-12-2023
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს ვიორელ მოშანუს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება და უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები. (EN)
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს“ მეშვიდე სხდომა გამართა. სხდომა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსი ბატიაშვილმა გახსნა. მან ქბრბ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და გასული ერთი წლის განმავლობაში საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა შეაჯამა. ალექსი ბატიაშვილმა ხაზი გაუსვა საბჭოს წევრი უწყებების მხრიდან მუდმივი კოორდინაციისა და ჩართულობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ასევე, ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევასა და საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე. (EN)
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. (EN)
08-12-2023
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა. (EN)
07-12-2023
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი გიგა ნიკოლეიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. (EN)