$og_image = true; სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

11-04-2017

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე  საქართველოს მოქალაქე მაია ბ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მაია ბ. საქართველოს მოქალაქეს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დაწყებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 7000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. ამასთან განუმარტა, რომ სამსახურში მოწყობამდე საჭირო იყო აღნიშნული თანხის ნახევრის - 3500 აშშ დოლარის წინასწარ გადახდა.

მაია ბ-მ ხსენებულ მოქალაქეს მოტყუებით, თაღლითურად  გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 3500 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.