ცხელი ხაზი
123
13-01-2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ერგეტას (ცვანეს) ადმინისტრაციულ ერთეულში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს.
05-01-2021
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართა. სხდომა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გახსნა. გრიგოლ ლილუაშვილმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მიმოიხილა სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მეორე წელი და კომისიის წევრი უწყებების ხელმძღვანელებს გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა.
29-12-2020
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახლად გახსნილი სასწავლო ცენტრი დაათვალიერა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოსამსახურეთა შერჩევის, შეფასების და სპეცმომზადების ახალ სისტემას ნერგავს, რომელიც ევროკაშირის და NATO-ს წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება. სწორედ ამ მიზნით, სამსახურის სისტემაში შეიქმნა ახალი, თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი სასწავლო ცენტრი, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომელი უახლესი ტექნოლოგიებისა და პროგრამების მეშვეობით სრულად გადამზადდება.
22-12-2020
მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გაათავისუფლეს. ის რამდენიმე საათის წინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს გადმოსცეს.
08-12-2020
ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, უკანონოდ მიესაჯა.
28-11-2020
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს - ტოივო კლაარს შეხვდა.
27-11-2020
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით - ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ჯგუფურად ლეგალიზაციის ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს.
26-11-2020
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით, პროექტ "CONTACT - Black Sea"-ს გახსნითი შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული პროექტი მოიცავს ბირთვული და რადიაციული კონტრაბანდის საკითხებს შავი ზღვის რეგიონის სამ ქვეყანაში - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა.
22-11-2020
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
17-11-2020
ანგარიშის თანახმად, საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების რიცხვს. საქართველოს ტერიტორია უცხოელი ტერორისტი მებრძოლებისთვის ხელსაყრელ ტრანზიტულ მარშუტს არ წარმოადგენს. სახელმწიფო უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ერაყსა და სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
06-11-2020
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, 2020 წლის 1 ოქტომბერს, დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.