ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

08-04-2024

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სააგენტოს საქმიანობის, კორუფციული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

 

სტუდენტები გაეცნენ სამსახურის სტრუქტურას, სპეციფიკას, კორუფციასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება, ინტერესთა შეუთავსებლობა, მამხილებლის დაცვა, სააგენტოს საგამოძიებო სტატისტიკური მონაცემები და პრაქტიკული საქმის განხილვა.

 

ღონისძიება ანტიკორუფციული სააგენტოს კორუფციის პრევენციის სამსახურის უფროსმა ბექა ბერიძემ და ანტიკორუფციული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსმა გიორგი დავითაშვილმა გახსნეს.