სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის საქმიანობის 2017 წლის ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომა დახურულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
სხდომის დასასრულს, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიში დადებითად შეაფასეს.
სხდომის დასრულების შემდეგ, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.