ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

28-05-2016

სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს, პარნტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო

საქართველოში აკრედიტირებული ელჩები, პარნტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ენგურის ხიდთან იმყოფებოდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი ბერაიამ მათ ადგილზე არსებული ვითარება და ოკუპაციი შედეგები გააცნო.

დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის რაიონის გამგებელი ედიშერ თოლორაია. ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.