ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

15-03-2016

ერგნეთში IPRM-ის შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 64-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო დღეების განმავლობაში გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ  განხორციელებული უკანონო სამუშაოების საკითხი დააყენეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერებით შექმნილი მძიმე ვითარება, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის. 

საუბარი შეეხო ტირიფონის სარწყავი არხის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სეგმენტებზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების საკითხს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს მოქალაქის,  იძულებით გადაადგილებული პირის ოკუპირებული ახალგორის რაიონში მდებარე კერძო საკუთრებაში შეჭრისა და მისი ქონების უკანონო დაკავების ფაქტი.