$og_image = true; გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა
ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

28-06-2017

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

გალში  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 47-ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ყველა ის მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს, რომელიც ოკუპირებულ გალის რაიონში, საოკუპაციო ზოლსა  და მის მიმდებარე ტერიტორიებზე  მიმდინარე წლის  31 მაისიდან 27 ივნისის ჩათვლით დაფიქსირდა.

შეხვედრაზე  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მაცხოვრებლების არჩიკო და პაატა როგავების უკანონო დაკავების საკითხს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეებთან პრინციპულად დააფიქსირეს, რომ აღნიშნული პირების ყოფნა ე.წ. პატიმრობაში არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და აუცილებელია მათი უპირობო გათავისუფლება.

შეხვედრაზე ისაუბრეს  2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხზე. მონაწილეებთან ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილ იქნა საქმესთან არსებული შემაჯამებელი მოხსენება და გაზიარებულ იქნა პოზიცია, რომ აუცილებელია მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავება, ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა და მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.

დღევანდელ სხდომაზე საუბარი ასევე შეეხო ე.წ. ცხელი ხაზის ეფექტური ფუნქციონირების აუცილებლობას, რაზედაც მონაწილეთა შორის არის სრული კონსენსუსი.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა  26 ივლისს გაიმართება.