მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ციხიდან 2011 წლის მაისში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავა გათავისუფლდა.
დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლების გადაწყვეტილება არის დადებითი ნაბიჯი, რომელიც პოზიტიურ დინამიკას შესძენს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შემდგომ მუშაობას.