ცხელი ხაზი
123
23-11-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მღებრიშვილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს ბაზაზე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გახსნას დაესწრნენ.
21-11-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო.
06-10-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის რეგიონული უსაფრთხოების მეორე საერთაშორისო ფორუმში: „ბირთვული და რადიოლოგიური გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში: მიზეზები, შედეგები და საპასუხო ზომები“ მიიღეს მონაწილეობა.
11-06-2016
აშშ-ის საელჩოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ქართულ-ამერიკული ორმხრივი დიალოგი გაიმართა.
30-05-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი“ გახსნა. გახსნის ცერემონიალზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი დავით სერგეენკო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე, გარემოს და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე , სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ოპერაციების დეპარტამენტის J3/7 დირექტორი გარი ბლორი გამოვიდნენ.
26-05-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი ბონდო ოჩიგავა, ადმინისტრაციის უფროსი ლელა ჩიქოვანი და ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სუს-ის ობიექტების დაცვის მთავარ სამმართველოში ახალწვეულები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან.
19-05-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა იოსებ კობახიძემ საქართველოს რეკორდების ფედერაციის ზედამხედველობის ქვეშ ორძელზე ვარჯიშში გინესის რეკორდი დაამყარა და ბრიტანელი რეკორდსმენის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნა .
29-03-2016
უს-ის უფროსის მოადგილე ლევან იზორია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას დაესწრო. ლევან იზორია დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
08-03-2016
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თანამშრომელი ქალბატონები დაჯილდოვდნენ. მათ 8 მარტი მიულოცეს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს, ვადაზე ადრე წოდება მიენიჭათ და მადლობის სიგელები გადაეცათ.
07-03-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ლელა ჩიქოვანი შს სამინისტროს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე „ქალები პოლიციაში“ სიტყვით გამოვიდა.
08-08-2015
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა.