სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომას დაესწრო. სუს-ის უფროსმა დეპუტატებს უწყების საქმიანობის 2016 წლის ანგარიში წარუდგინა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომა დახურულ რეჟიმში კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. სხდომის დასასრულს, საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიში დადებითად შეაფასა.
სხდომის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.