ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

22-05-2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს საპარლამენტო დელეგაცია ეწვია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს  საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების  კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები  ეწვივნენ.

ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ მოწვეულ სტუმრებს სასწავლო ცენტრის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გააცნო და მიმდინარე პროექტების, სასწავლო პროგრამებისა და კურსების შესახებაც ისაუბრა.

„სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწებოდნენ სასწავლო პროცესს, მოესმინათ ცენტრის საქმიანობის, გეგმების და სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია. მათ, ასევე, დაათვალიერეს ცენტრის ინფრასტრუქტურა. ვფიქრობთ, რომ არის მიმართულებები, რასთან დაკავშირებითაც პარლამენტთან უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ, მათ შორის სხვადსხვა პროექტის, ერთობლივი ღონისძიებებისა და აქტივობების კუთხით“, - აღნიშნა გიორგი ვაშაკიძემ.

სტუმრებმა სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ცენტრის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნენ.

შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე შენგელი ფიცხელაური ესწრებოდა.