ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

15-06-2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრსა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი  რამდენიმე პროექტისა და ღონისძიების  მიმართულებით თანამშრომლობას  ითვალისწინებს, მათ შორის უსაფრთხოების სექტორისთვის ერთობლივად შემუშავებულ ლიდერობის და მართვის პროგრამას.

როგორც თავდაცვის ინსტიტუციური  აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა განაცხადა, აღნიშნული მემორანდუმი  გრძელვადიანი ეფექტიანი თანამშრომლობის წინაპირობა გახდება.

მემორანდუმის ფარგლებში, იგეგმება  ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორის გაძლიერებას.