ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

24-06-2021

ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, „საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის“ (GCSD) და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანაორგანიზებით, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ახალი ეროვნული სტრატეგიის სტრუქტურა წარადგინა. კონტრტერორისტული ცენტრის წარმომადგენელმა კი ტერორიზმის მიმართულებით საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარემო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული კონტრტერორისტული ღონისძიებები  მიმოიხილა.

შეხვედრაზე მხარეებმა, სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გაჟღერდა მომავალში მსგავსი შეხვედრების ორგანიზების მზაობა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნულ ფორმატში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობა პოზიტიურად შეაფასეს.

შეხვედრას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი უწყებებისა და აღნიშნულ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.