ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

23-03-2022

გრიგოლ ლილუაშვილმა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან გამართა შეხვედრა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს უსაფრთხოებისა და დაზვერვის საკითხებში დევიდ კეტლერს შეხვდა.

 შეხვედრაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ნატოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მხარეებმა, უკრაინაში მიმდინარე მძიმე პროცესებზე  იმსჯელეს და ევროპისა და საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე მისი გავლენა შეაფასეს.

საუბარი, ასევე,  ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას შეეხო.

Ⴑახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს, რეგიონში არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ჩვენ პატივს ვცემთ და ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს და  მსხვერპლს, რომელიც გაღებულ იქნა ჩვენი საერთო უსაფრთხოების დასაცავად.

ჩვენ ასევე გაგვაჩნია ჩვენი ურთიერთობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.

ჩვენი ერთობლივი მუშაობა იცავს ჩვენს ხალხს. პარტნიორობა ჯერ არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა დევიდ კეტლერმა.

შეხვედრაზე,  ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს შორის მრავალწლიანი პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობების გაგრძელების აუცილებლობა.