ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

17-06-2022

ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიში წარუდგინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე  2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ალექსი ბატიაშვილმა 2021 წელს ქვეყნის წინაშე განვითარებული უსაფრთხოების პროცესები მიმოიხილა და  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

ანგარიშის ძირითად საკითხებს ქვეყნის ოკუპაცია, კონტრტერორისტული და კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ასევე, კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა.

ალექსი ბატიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც.

„საანგარიშო პერიოდში, საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას, სახელმწიფო      უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა კოორდინირებული მუშაობა და თანამშრომლობა როგორც საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან, ასევე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სამოქალაქო საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიზნით სამსახურის მიერ გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.

სიტყვის დასრულების შემდეგ სხდომა დახურულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.