ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

07-11-2015

ანტიკორუფციულმა სააგენტომ შუახევის გამგებლის მოადგილე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რომან ფუტკარაძე დააკავეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ რომან ფუტკარაძემ შუახევის რაიონში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 ჰა მიწის ნაკვეთის კანონიერი პროცედურების გავლის გარეშე სარგებლობაში გადაცემისა და მფარველობის გაწევის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 10 000 აშშ დოლარი. 
რომან ფუტკარაძემ მოქალაქისაგან სრულად აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა, რა დროსაც იგი დააკავეს.

გამოძიება ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.