ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

08-12-2023

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და უსაფრთხოების სფეროში მტკიცე თანამშრომლობის მნიშვნელობას, ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე.


გრიგოლ ლილუაშვილმა და მარკ კლეიტონმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე.


საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობისთვის.