ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

10-05-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს უფროსს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს უფროსთან, პიოტრ პოგონოვსკისთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ორ უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და პოლონეთს შორის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.