ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

22-07-2020

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები საჯარო სექტორში კორუფციის პრევენციის საკითხებზე გამართულ სემინარს დაესწრნენ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ერთობლივი ორგანიზებით,  საჯარო სექტორში კორუფციის პრევენციის თემაზე ორ დღიანი სემინარი გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის (PGG II) პროექტის: “კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში” ფარგლებში ჩატარდა.

 

სემინარი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ვაჰაგ მურადიანმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსმა ნანა ბერიძემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა შოთა რიჟამაძემ გახსნეს.

 

ღონისძიებას, ონლაინ  უძღვებოდნენ ევროპის საბჭოს ლატვიელი ექსპერტი ალვის ვილკსი და ბრიტანელი ექსპერტი კვენტინ რიდი. სემინარს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მონაწილეებმა საჯარო სექტორში კორუფციის პრევენციის, მათ შორის, ინტერესთა კონფლიქტის, მამხილებლების, სახელმწიფო შესყიდვების და კორუფციის პრევენციის კუთხით საზოგადოებასთან თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. აღნიშნული მიმართულებით, სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკაც განიხილეს.