ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

17-09-2020

გრიგოლ ლილუაშვილი ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ესპანეთის სამეფოს სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს, მარია გამეს გამესს შეხვდა.


მხარეებმა, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება.


შეხვედრაზე საქართველოსა და ესპანეთის წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებზე იმსჯელეს, მათ შორის, ხაზი გაესვა ტერორიზმისა და კიბერ საფრთხეების მიმართულებებს. გრიგოლ ლილუაშვილმა სტუმრებს, კონტრტერორისტული ცენტრის წარმატებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. მხარეებმა აღნიშნულ სფეროებში ორ უწყებას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ესპანეთის სამეფოს სამოქალაქო გვარდიის გენერალური დირექტორი - მარია გამეს გამესი, ესპანეთის პოლიციის ატაშე თურქეთში - ანტონიო დობლასი და სამოქალაქო გვარდიის კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსი - ხოსე ანტონიო მეიადო საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ. შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი მოადგილე - ალექსი ბატიაშვილი, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი - ირაკლი ჩიმაკაძე და ადმინისტრაციის უფროსი - ნანა ბერიძე ესწრებოდნენ.