ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

26-10-2015

სუს-ის უფროსი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს აზერ თოფიგ ოღლუ ჰუსეინს შეხვდა. 

შეხვედრისას, აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი და განგრძობითი სტრატეგიული თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ხაზი გაესვა უსაფრთხოების, ტრანსსასაზღვრო, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა სფეროებში არსებული შედეგიანი ურთიერთთანამშრომლობის პროგრესის აუცილებლობას. 

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში და მსოფლიოში არსებული სიტუაცია და გამოკვეთილი ტენდენციები, ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ და შეაჯერეს უსაფრთხოების მიმართულებით სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცებისა და გააქტიურების პერსპექტივები.