ცხელი ხაზი
123
21-06-2023
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოს კიბერუსაფრთხოების რიგით მეორე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამსახურის მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე შენგელი ფიცხელაურმა მონაწილეობა მიიღო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით და თავჯდომარეობით გამართულ სპეციალური საბჭოს სხდომაში, რომელიც მიზნად ისახავდა სამართალდამცავთა დანაშაულის პრევენციას.
19-06-2023
კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც მცხეთა-მთიანეთის რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
16-06-2023
კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქვემო ქართლის რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
17-05-2023
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩატარებული მასშტაბური სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები დააკავა. კონტრტერორისტული ოპერაცია ერთდროულად ოთხ ადგილზე ჩატარდა, დაკავებულია საქართველოს 6 მოქალაქე.
15-05-2023
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 14 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი მეგრელიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
13-05-2023
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 11 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ტერაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
09-05-2023
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა შეხვედრა გამართა ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან რაჟდენ კუპრაშვილთან.
08-05-2023
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან დიმიტრიოს კარაბალისთან.
06-05-2023
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ეროვნულ კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართული კომპეტენტური უწყებების მონაწილეობით, წარმოებული ოპერაციების შედეგად, გამოვლენილია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე.
05-05-2023
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ, ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
03-05-2023
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 30 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ჩიტო ახალკაცი და გოჩა მამაგულაშვილი თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.