ცხელი ხაზი
123
29-09-2015
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, საქართველოს მოქალაქე ოთარ ც. დააკავეს.
24-09-2015
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სტაციონარული განყოფილების გამგე ადა ს. დააკავეს.
23-09-2015
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ბერაია და დეპარტამენტის წარმომადგენლები ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების რიგით 58-ე შეხვედრას დაესწრნენ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ზაქირ მ. დააკავეს.
26-08-2015
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლას ბერლინერს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ასპექტები და დასახეს მომავალი სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
08-08-2015
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 12 გმირის სულის მოსახსენიებელ სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა.
03-08-2015
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელ ელჩ კიასტუტის იანკაუსკასს შეხვდა. მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.