ცხელი ხაზი
123
30-05-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი“ გახსნა. გახსნის ცერემონიალზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი დავით სერგეენკო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე, გარემოს და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე , სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ოპერაციების დეპარტამენტის J3/7 დირექტორი გარი ბლორი გამოვიდნენ.
28-05-2016
საქართველოში აკრედიტირებული ელჩები, პარნტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ენგურის ხიდთან იმყოფებოდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი ბერაიამ მათ ადგილზე არსებული ვითარება და ოკუპაციის შედეგები გააცნო.
27-05-2016
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, 2016 წლის 27 მაისს, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, პირველად, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების" მიერ საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი განიხილეს.
26-05-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი ბონდო ოჩიგავა, ადმინისტრაციის უფროსი ლელა ჩიქოვანი და ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სუს-ის ობიექტების დაცვის მთავარ სამმართველოში ახალწვეულები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან.
25-05-2016
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და ლიტვის რესპუბლიკის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დირექტორმა საულიუს ურბანავიჩიუსმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ლიტვის რესპუბლიკის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ“.
19-05-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა იოსებ კობახიძემ საქართველოს რეკორდების ფედერაციის ზედამხედველობის ქვეშ ორძელზე ვარჯიშში გინესის რეკორდი დაამყარა და ბრიტანელი რეკორდსმენის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნა .
16-05-2016
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 66-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებების ფაქტებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერებით შექმნილ მძიმე ვითარებას, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.
14-05-2016
სასტუმრო “ჰოლიდეი ინნში” ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საბჭოს წევრმა უწყებებმა საქართველოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების 1 წლის ანგარიში წარადგინეს. დოკუმენტი გაერო-ს, ევროკავშირისა და აშშ-ს მხარდაჭერით შემუშავდა და 2015 წლის მარტში დამტკიცდა. საქართველო ევროკავშირის პირველი პარტნიორი ქვეყანაა, რომელმაც აღნიშნული დოკუმენტი შეიმუშავა და მიიღო.
13-05-2016
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი ვასილ ბექაური დააკავეს.
12-05-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური დღეს საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ამირან შ. დააკავეს.
28-04-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ქობულეთში ბირთვული მასალის - რადიოაქტიური ნივთიერება ურანის უკანონო გასაღების ფაქტზე საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს.