ცხელი ხაზი
123
25-04-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე დააკავეს.
20-04-2016
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 65-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერებით შექმნილ მძიმე ვითარებაზე, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.
18-04-2016
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები : სომხეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე და საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.
12-04-2016
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2016 წლის 7 აპრილს გამოტანილი იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და 8 აპრილს ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად იქნა მიცემული საქართველოს მოქალაქე მეგის ქარდავა, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს მოქალაქე გენერალ-მაიორ რომან დუმბაძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის შეკვეთის ფაქტზე.
30-03-2016
სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური დღეს საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა. სუს-ის უფროსს დეპუტატებისთვის უწყების საქმიანობის ანგარიში უნდა წარედგინა. პლენარულ სხდომაზე ანგარიშის მოსმენა კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიმართა. ვახტანგ გომალაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
29-03-2016
უს-ის უფროსის მოადგილე ლევან იზორია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას დაესწრო. ლევან იზორია დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
23-03-2016
23 მარტს, აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ მარკ ბრიდლავი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებსა და საქართველოში აშშ-ს ელჩთან, იან კელისთან ერთად ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია.
21-03-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად თაღლითობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები ჯემალ დუაძე და გოგიტა დემეტრაშვილი დააკავეს.
18-03-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ააიპ „სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის“ დირექტორი დარეჯან შურღაია და მისი მოადგილე გოჩა ერემაძე დააკავეს.
15-03-2016
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 64-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო დღეების განმავლობაში გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო სამუშაოების საკითხი დააყენეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობის შედეგად, youtube.com-მა უკანონოდ ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა დაბლოკა. ასევე გრძელდება მუშაობა იმის დასადგენად, თუ ვის მიერ მოხდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტ-სივრცეში უკანონოდ ატვირთვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს და მედიასაშუალებებს, არ დაუშვან აღნიშნული ვიდეომასალის ტირაჟირება.
08-03-2016
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თანამშრომელი ქალბატონები დაჯილდოვდნენ. მათ 8 მარტი მიულოცეს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს, ვადაზე ადრე წოდება მიენიჭათ და მადლობის სიგელები გადაეცათ.