ცხელი ხაზი
123
01-11-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩთან, ბაურჟან მუხამეჯანოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი იერბოლ ბორინი.
31-10-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იგორ დოლგოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.
24-10-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები: ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, შენგელი ფიცხელაური და გიგა ნიკოლეიშვილი.
22-10-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პულისისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.
15-10-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.
04-10-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშიროსო დისკუსიების თანათავმჯდომარეს - ტოივო კლაარს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ლილუაშვილმა აშშ-ის თავდაცვის ატაშესთან, სტეფანი ბეგლისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.
26-09-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ეუთოს პროგრამების ოფისის ორგანიზებით, საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ ტაჯიკეთის დელეგაციასთან. შეხვედრის მიზანს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ანტიკორუფციული სააგენტოს მუშაობის სპეციფიკის გაცნობა წარმოადგენდა.
29-07-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნანა ბერიძე, ანტიკორუფციული სააგენტოს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ევროპოლში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის პროექტის: „ტექნიკური დახმარება საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად“ ფარგლებში. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოსა და ევროკავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა.
09-07-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურთან, ვინჩენცო კოპოლასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ვითარება და მთავარი გამოწვევები მიმოიხილეს
04-07-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურთან, ვიცე-ადმირალ კოლინ კილრეინთან შეხვედრა გამართა.
05-06-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელთან, სევერინ შაპაზთან შეხვედრა გამართა.