ცხელი ხაზი
123
18-05-2018
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 56-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
16-05-2018
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 86-ე შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მკაცრად დააყენეს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხი და კატეგორიულად მოითხოვეს მისი შინაგანი ორგანოების გადმოცემა.
01-05-2018
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელი, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად, ახალგორის რაიონის სოფ. ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვეს მიტჩელს ინფორმაცია მიაწოდეს ყველა იმ გამოწვევასა და საფრთხეების შესახებ, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მომდინარეობს.
25-04-2018
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 55-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.
21-03-2018
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 54-ე შეხვედრა გაიმართა.ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, IPRM-ის მონაწილეებთან ერთად,განვლილ პერიოდში დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.
20-03-2018
დღეს საღამოს,წითელი ჯვრის მეშვეობით საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოეცა.ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც მოხდება მისი გადასვენება ოჯახში, წილკანში.
01-03-2018
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 85-ე შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის და ოკუპირებულ ახალგორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილისთვის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობის საკითხებზე ისაუბრეს.
27-02-2018
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 53-ე შეხვედრა გაიმართა.საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შეხვედრაზე, 2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი კვლავ განიხილეს და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან მკვლელობაში ბრალდებული პირის, რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
26-02-2018
ერგნეთში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით,ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების არაგეგმიური შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, მონაწილეებს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის უმოკლეს ვადაში გადმოსვენება, ოკუპირებულ ახალგორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების- იოსებ პავლიაშვილის და ლევან ქუტაშვილისთვის ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალების მიცემა და 22 თებერვალს მომხდარი ფაქტის სიღრმისეული გამოძიება მოსთხოვეს.
24-02-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე,საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში იმყოფებოდა.სუს-ის წარმომადგენლებმა დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრეს.
23-02-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ე.წ. „ცხელი ხაზის“ მექანიზმის ამოქმედების შედეგად, დე-ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 22 თებერვალს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი არის „გულის შეტევა (ე.წ. ინფარქტი)“. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნაზე, რომ მომხდარიყო ადგილზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგელების შეშვება ცხედრის პირველადი შესწავლის მიზნით, დე- ფაქტო ხელისუფლებამ უარი განაცხადა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა,საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით,არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოცემულ მომენტში,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხელი ხაზის მეშვეობით, დე-ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან,კატეგორიულად მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და ყველა ზემო ხსენებული პირის დაკავების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას.