ცხელი ხაზი
123
22-02-2017
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების (IPRM) რიგით 43-ე შეხვედრა გაიმართა.საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ბოლო პერიოდში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს.
03-02-2017
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 74-ე შეხვედრა გაიმართა. დღევანდელ შეხვედრას განსაკუთრებული სტუმრის რანგში ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის,ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი დაესწრო.
26-01-2017
აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიასა და ხურჩაში არსებულ საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
24-01-2017
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 42-ე შეხვედრა გაიმართა.
18-01-2017
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 73-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ის ინციდენტები განიხილეს, რომელიც პოტენციურად საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ მშვიდობასა და სტაბილურობას.
01-01-2017
ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების დელეგაცია გორის რაიონის სოფ. ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
30-11-2016
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 72-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებული ის ინციდენტები განიხილეს, რომელიც პოტენციურად საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ მშვიდობასა და სტაბილურობას.
11-11-2016
შეხვედრაზე განიხილეს ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ყველა ის ინციდენტი, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ადგილზე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენეს მიმდინარე წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამოძიების საკითხი და ბრალდებული პირის რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
26-10-2016
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 71-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაფიქსირებული მავთულხლართები, ღობეები, თუ სხვა ხელოვნური ბარიერები უქმნის.
21-10-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო- ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით ჟენევის დისკუსიების მონაწილეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გამართულ მორიგ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.
19-10-2016
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით მე-40 შეხვედრა გაიმართა.
28-09-2016
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 70-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოში, 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის, საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაქსიმალური უსაფთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე იმსჯელეს და დააფიქსირეს, რომ არჩევნების დღეს საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა შეეზღუდოთ გადააგილების თავისუფლება და უნდა მიეცეთ კონსტიტუციით მინიჭებული უფლების - არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.