ცხელი ხაზი
123
07-03-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი მელანო ფანჯავიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე „ქალები პოლიციაში“ სიტყვით გამოვიდა. კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
02-03-2017
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 75-ე შეხვედრა გაიმართა.
22-02-2017
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების (IPRM) რიგით 43-ე შეხვედრა გაიმართა.საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ბოლო პერიოდში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან მარიუს მაშკიევიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
11-02-2017
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს პროგრამის ახლადდანიშნულ დირექტორს მაიკლ მაკმენს შეხვდა.
09-02-2017
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა,ვახტანგ გომელაურმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან დურსუნ ჰასანოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
05-02-2017
2017 წლის 3 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილს 20 წლით თავისუფლების უკანონო აღკვეთა მიუსაჯა. ე.წ. სასამართლოს ,,გადაწყვეტილება", ისევე როგორც გიუნაშვილის მიმართ წაყენებული ,,ბრალდებები", არის გამოგონილი და ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს ყველაფერს გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად.
03-02-2017
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 74-ე შეხვედრა გაიმართა. დღევანდელ შეხვედრას განსაკუთრებული სტუმრის რანგში ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის,ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი დაესწრო.
28-01-2017
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მიღწეული შედეგები.
27-01-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი ლაშა ცომაია ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.
26-01-2017
აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიასა და ხურჩაში არსებულ საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
24-01-2017
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 42-ე შეხვედრა გაიმართა.