ცხელი ხაზი
123
11-08-2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად, სოფელ შინდისთან, 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
10-08-2021
როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში გახშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტები, რაც ცალსახად წარმოადგენს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტს.
06-08-2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომუნიკაციების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო უსაფრთხოების ტექნოლოგიების სამმართველოს ბაზაზე, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, რეგიონში პირველი მულტისენსორული სისტემების მომსახურების ცენტრი გაიხსნა.
01-08-2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით, შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე ღონისძიება გაიმართა.
27-07-2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელთა ერთობლივი ღონისძიებების შედეგად თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ლაგოდეხში, გურჯაანსა და საგარეჯოში გამოვლენილია 27 აფთიაქი, სადაც სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობა.
19-07-2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავეს.
17-07-2021
პროექტ “CONTACT-Black Sea”-ის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით, ბირთვული მასალების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ტრენერთა სწავლება გაიმართა.
13-07-2021
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 101-ე შეხვედრა დასრულდა.
05-07-2021
„ცხელი ხაზით“ გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 5 ივლისიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, გადაადგილების ე.წ. ნებართვის მქონე, ყველა პირისთვის გახდა შესაძლებელი.
03-07-2021
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სასწავლო ცენტრში, სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან შეხვედრა გაიმართა.
30-06-2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე დააკავეს.
24-06-2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, „საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის“ (GCSD) და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანაორგანიზებით, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.