ცხელი ხაზი
123
07-07-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონალური სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები მოსე დ, გივი ბ. და შალვა ღ.
06-07-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო. სხდომაზე განიხილეს ნატოს ბრიუსელის 11-12 ივლისის სამიტისთვის მზადების პროცესში საქართველოს ხელისუფლების კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გოჩა ლ. და სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ალექსი მ. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ შპს „ფუძე“-ს დირექტორი ილია ნ, მშენებელი ჯემალ მ. და ქვეკონტრაქტორი კომპანია- შპს „იმედი“-ს დირექტორი იოსებ ტ.
05-07-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. ვახტანგ გომელაურმა საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელისაბედ რუდს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
04-07-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
30-06-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მონიტორინგის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი გიორგი გ. და ააიპ „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მეომართა ვაზიანის კავშირი“-ს ხელმძღვანელი მიხეილ გ. დააკავეს.
29-06-2018
გაერო-ს წევრი სახელმწიფოების კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელ პირთა მაღალი დონის პირველ გლობალურ კონფერენციაში: „საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება ტერორიზმის მზარდი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით“, საქართველოს დელეგაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.
27-06-2018
27 ივნისს, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 57-ე შეხვედრა გაიმართა. დღევანდელ შეხვედრაზე იგეგმებოდა ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტის განხილვა და მთავარი თემა უნდა ყოფილიყო გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის საკითხი. საქართველოს მთავრობის მიერ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებებისთვის გამოიყენეს.
22-06-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრთან, ტორკუატო ჟარდიმთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ტერორიზმთან და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი მიხეილ მერაბიშვილი და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
21-06-2018
სისხლის დონორთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში უანგარო დონორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისხლის უანგარო დონაციისთვის დაჯილდოვდა.
13-06-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი კონსტანტინე ღ. და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი გელა მ. დააკავეს.